|
2025-03-27 14:05:22, 598 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „MEGOBARI აქტს“ ქართველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „MEGOBARI აქტს“ ქართველ ხალხთან და ხალხის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის გუნდს გულშემატკივრობს, რომ მათ „დიფ სთეითი“ დაამარცხონ. „ამ რეზოლუციას [MEGOBARI აქტი] ხალხთან და ხალხის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. თქვენ და სამწუხაროდ და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის საბედნიეროდ, თქვენ უმცირესობაში ხართ. აგენტურა და მოღალატეები უმრავლესობაში ვერასდროს იქნებით. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მე როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის თუნდაც ერთი მოქალაქე იყოს იმ მდგომარეობაში, რაშიც თქვენ იმყოფებით, ვგულისხმობ რადიკალებს. თქვენც [ჟურნალისტი] იმ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, რომელიც მათ განცხადებებს აშუქებთ, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე და ტყუილზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში აღვივებთ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ. შესაბამისად, ქართველ ხალთან იმ განცხადებებსაც არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ვერ წარმოუდგენიათ, რა უნდა გააკეთონ და ყველანაირი მეთოდებით, სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი, ყოველთვის გამარჯვებული იქნება, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითთან“ ბრძოლას ვერ მოახერხებს, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. „ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ, რომ ის შეძლებს და მოახერხებს [„დიფ სთეითის“ დამარცხებას]. თუ ვერ მოახერხებს, ძალიან ცუდი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ჩვენ რომ მაშინ ისე არ დავმდგარიყავით, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, უკრაინაზე უბედურ მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა კალაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)