11:35 - 13 May, 2026
|
2025-03-27 10:33:07, 1061 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ენგელსის აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა ასამდე ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს
„ენგელსის“ აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსებმა საჰაერო ბაზირების 96 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს მოხდა მეორადი დეტონაციის შედეგად. „აღნიშნული გამანადგურებელი საშუალებები განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის მარტ-აპრილში სამი სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, - აცხადებენ გენშტაბში. მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საავიაციო საწვავის შესანახ ობიექტებზე განადგურდა მნიშვნელოვანი რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება რუსების უნარზე, მხარი დაუჭირონ საბრძოლო მოქმედებებს. ცნობისთვის, უკრაინელებმა რუსების ენგელსის აეროდრომს დრონებით 20 მარტს შეუტიეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)