|
2025-03-26 10:37:28, 1000 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია Edelweiss- „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან. საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თუ გსურთ მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ შეგიძლიათ ეწვიოთ მთაწმინდის პარკს“-წერია Edelweiss-ის პოსტებში. ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში. კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ. ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი. შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან. ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)