|
2025-03-25 17:54:33, 1248 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, ემიგრანტებისთვის ბიბლიოთეკები მოეწყობა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების შესაძლებლობების შექმნაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების მხარდამჭერია. ინიციატივა ლიტერატურის პოპულარიზაციისა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების შექმნას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკი პროექტის მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და ბიბლუსის ჩართულობით, საზღვარგარეთ ახალი ბიბლიოთეკები მოეწყობა, არსებულებს კი დაემატება მრავალფეროვანი ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტებისთვის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. „საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეწუყოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მოხარული ვართ, რომ, ამჯერად, შესაძლებლობა გვაქვს, წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან და ბიბლუსთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკების მოწყობაში. პროექტის მიზანია, დავეხმაროთ ემიგრანტებს, მათ შორის ახალ თაობას, განათლების მიღებასა და საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებასთან - ხელი შევუწყოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი ბიბლიოთეკა ესპანეთში მოეწყობა, მომავალში კი ეტაპობრივად სხვა ქვეყანებსაც მოვიცავთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, 2024 წლის იანვარში „ბიბლუსმა“ და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ქართულ სოფლებში სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე, საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების შექმნას. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)