|
2025-03-25 09:15:03, 860 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ
“რესპუბლიკელი” და “დემოკრატი” ამერიკელი სენატორების ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილს უგზავნის და მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის ომის დასრულების მიზნით? კერძოდ, თვლის თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში დაკავებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?“- აცხადებენ სენატორები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის ცნობილი გახდა. გამოცემის ცნობით, წერილში სენატორები სვამენ კითხვას, აპირებს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, „დიდი შვიდეული“ და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები. სენატორები ასევე კითხულობენ, დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აშშ-ის კონტროლის ქვეშ არსებული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით. წერილს ხელს აწერენ ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი „რესპუბლიკური პარტიიდან“ და რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი „დემოკრატიული პარტიიდან“. Reuters-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 300-350 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს. წყაროების თქმით, აქედან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ინახება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)