|
2025-03-21 21:01:16, 522 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ქუჩის ტერორს არ დაემორჩილება, პოლიციაზე ზეწოლით ვეღარაფერს მიაღწევთ
თურქეთი არ არის ქუჩაში გამოსული ქვეყანა და არც ქუჩის ტერორს დაემორჩილება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ქუჩებში გასვლისკენ მოწოდება უპასუხისმგებლო საქციელია. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამის ნაცვლად, ისინი სასამართლო დარბაზებში თავს უნდა იცავდნენ ქურდობის და თაღლითობის საქმეებზე. „სამწუხაროა, რომ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია, იგი ეწევა პოლიტიკას ლეგიტიმურ ნიადაგზე არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, კისრამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. გასაგებია, რომ „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს. მარგინალების მიყოლით, თავდასხმით ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევით და უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს მიაღწევთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)