21:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 03:04:46, 806 ნახვა

სამართალი
ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს

ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს. მომღერალი სოციალურ ქსელში განცხადებას პოსტის სახით ავრცელებს, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"დიდი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის, მგონია რომ ყველანაირი ბოროტება სათავეშივე უნდა მოვსპოთ, მე ბოროტება მგონია როცა სახელმწიფო თვალს ხუჭავს ისეთ ფაქტზე, როგორიცაა ე.წ. საცავში აღმოჩენილი პატიმრების დამცირების და გაუპატიურების კადრების ჩვენება ქალაქის სკვერში, იქ სადაც რეალურად მცირეწლოვანებიც დადიან, რითიც ძირითადად თვითონ მანიპულირებენ და მათთვის ამ შემთხვევაში მე ვარ ,,დასაჭერი'' იმის გამო რომ კანცელარიაზე მხატვრული ფილმი მივანათე, (ამ ფილმზე შსს -ს საქმე აქვს აღძრული) დეტალურად რომ განვმარტო : ერთადერთი მთავარი იდენტობა საკუთარ ქვეყანასთან იმ იდეაში მაქვს რომელსაც ,,თავისუფლება'' ჰქვია, მიმაჩნია რომ საკუთარი ძალის და პიროვნების გააზრება სწორედ ამ ნიადაგზე დგას. ამიტომ ჩემთვის მთავარ ხაზს ხელოვნებასთან ამ შემთხვევაში კინოს და სიტყვის თავისუფლებას, ჩემი აზრით სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შედეგად, საქმის აღძვრით, საფრთხე შეექმნა. ამის უფლება მათ არ აქვთ, მე არც ფილმის ღირებულებაზე არ ვსაუბრობ, (გულწფელად გეტყვით,ბოლომდე ნანახიც არ მაქვს) ,,თავისუფლება'' და ,,სამშობლო'' ჩემთვის განუყოფელი სიტყვებია, ამიტომ ჩვენი ერთიანი ხედვა ამ საკითხისადმი, დასაცავია, რადგან უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. p.s. იმედია ჩამორთმეულ ლეპტოპს და პროექტორს უახლოეს დღეებში დამიბრუნებენ.."





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics