01:06 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 14:44:03, 739 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს, ასევე შუამდგომლობებს განიხილავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ამაღლობელის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა, პლაკატები ჩამოწიონ, ვინაიდან სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შეძახილებით „თავისუფლება მზიას“.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics