|
2025-03-15 16:30:23, 1270 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან
კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. „ცალკე შენიშვნა კურსკის ოლქთან დაკავშირებით: ჩვენი ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქის განსაზღვრულ ადგილებში გრძელდება. დანაყოფები მათთვის დაკისრებულ ამოცანებს მოთხოვნების სრული დაცვით ასრულებენ. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებიდან გაიყვანეს. ჩვენი ჯარები რუსული და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფებების შეკავებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიციების დაცვა გრძელდება და პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დასტაბილურდა. „ჩვენ ასევე ვაკვირდებით მიმართულებებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსული არმია ძალების რაოდენობას ზრდის. ეს ჩვენს სუმის ოლქზე თავდასხმის განზრახვაზე მიუთითებს. ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ამას ვუპასუხებთ. მინდა, ყველა პარტნიორმა ზუსტად გაიგოს, რას გეგმავს პუტინი, რისთვის ემზადება და რას უგულებელყოფს. სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი დიპლომატიის იგნორირების გაგრძელებას აპირებს. აშკარაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი რუსი სამხედროების მიერ ალყაში იყო მოქცეული და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მათი დანდობა სთხოვა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)