|
2025-03-15 10:42:05, 802 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიზანია შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. „ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი. ეს ასევე მოიცავს პერსონალის შემცირებას. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას. რაც შეეხება სხვა სააგენტოებს, რომელთაც ასევე ეხება ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, ესენია: ფედერალური მედიაციისა და მორიგების სამსახური, რომელიც სამუშაოს შეწყვეტისა და შრომითი დავების პრევენციასა და გადაწყვეტაზე მუშაობს; ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრი; მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მომსახურების ინსტიტუტი, რომელიც აფინანსებს და მხარს უჭერს მუზეუმებს, ბიბლიოთეკებსა და არქივებს; უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე აშშ-ის უწყებათაშორისი საბჭო; უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტო, რომელიც მიზნად ისახავს უმცირესობების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის გაძლიერებას. ტრამპის განკარგულების მიხედვით, აღნიშნულ სააგენტოებს შვიდი დღის ვადაში მოეთხოვებათ ბრძანების შესრულებისთვის საჭირო გეგმები წარუდგინონ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)