|
2025-03-14 17:45:20, 598 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინამ შესაძლო ზავის მონიტორინგისთვის სადამკვირვებლო ჯგუფის შექმნა დაიწყო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონტროლს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაისინგერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდადან დაბრუნებისთანავე უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის შედეგები, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებებით. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს მოქმედების შესაბამის ალგორითმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო კონტროლისთვის. ეს უკიდურესად რთული პროცესია", - აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, ფრონტის ხაზი დღეს 1 300 კმ-ზე მეტია. „რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ახლა ყველაფერი მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინული მხარე მომზადდეს შესაბამისი გუნდებით, შესაბამისი განვითარებით, მოდალურობით, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესახებ შეთანხმების ან გეგმის შესახებ სამომავლო ხედვით და, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის პაკეტის პარამეტრებით და მოცულობით“, - განაცხადა სიბიგამ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)