|
2025-03-14 15:57:00, 660 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, ბეატე მაინლ-რაისინგერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვას უკრაინის და მთელი ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ავსტრიის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება. მეინლ-რეისინგერის თქმით, უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ყველა ევროპელის უსაფრთხოებისთვის და ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში. „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობა ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ავსტრიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)