|
2025-03-14 11:12:53, 568 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს
რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სანქციების მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მა ჟაოსუმ განაცხადა. „სამმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა ყველა უკანონო ცალმხრივი სანქციების გაუქმების აუცილებლობას”, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. „სამივე მხარემ გაცვალა მოსაზრებები საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - აღნიშნა მა ჟაოსუმ. ამასთან, მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი მიესალმებიან ირანის მხრიდან დადასტურებას, რომ ის იყენებს ბირთვულ ტექნოლოგიას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. „ჩინეთი და რუსეთი მიესალმებიან ირანის დადასტურებას, რომ ქვეყანა ავითარებს ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად“, - აღნიშნა მა ჟაოსუმ. პეკინში გამართულ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მა ჟაოსუ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაზემ ღარიბ-აბადი ესწრებოდნენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)