|
2025-03-13 12:04:08, 902 ნახვა
ეკონომიკა
Startup Grind-ი ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოფს გამართავს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13 მარტს, ტერმინალში, ინტერაქციული ვორქშოფი ჩატარდება, სადაც ქართული სტარტაპის-Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი აუდიტორიას Quickshipper-ის ისტორიას გაუზიარებს. ვორქშოფზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქართული სტარტაპის, Elvis-ის ტრანსფორმაცია Quickshipper-ად, ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებები თუ მთავარი გამოწვევები. მარიამი ასევე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ პოტენციალის მქონე იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის და როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)