|
2025-03-13 09:11:18, 559 ნახვა
მსოფლიო
არგენტინაში, საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა. არგენტინის უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ძალადობრივად იქცევა, არღვევს უსაფრთხოებას, მოძრაობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ფეხბურთის სტადიონებზე შესვლას უკრძალავს. ეს ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც პენსიონერების აქციას შეუერთდნენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაერთნენ, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ უფლება, თავიანთი გუნდის თამაშებს დაესწრონ. ცნობისთვის, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პენსიონერები, პენსიის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირაა მართავენ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)