|
2025-03-11 14:12:37, 1850 ნახვა
კომენტარი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია
ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა. „საფრთხეების სპექტრი დღითიდღე უფრო ფართოვდება. ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა და აბსოლუტურად მართალი იყავი. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება. REARM Europe-ის გეგმით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, დროა, ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს. „დროა ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე ერთიანობითა და ძლიერებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)