16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 13:51:50, 476 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს

ევროპაში საქართველოს მეგობრებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან - სანქციები მხოლოდ დასაწყისია, მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს.

ევროპაში საქართველოს მეგობრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან. პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ბევრი მეგობარი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს!

ბრიტანული სანქციები გვაჩვენებს, რომ რეჟიმის მოძალადეები ვეღარ დაიმალებიან – კაიმანი, ბერმუდა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები მათი უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება.

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვინც ხალხზე იძალადა, სრულ იზოლაციაში მოექცეს – ფინანსურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად. საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი!“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics