|
2025-03-06 16:05:22, 591 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით, რის გამოც ევროპის ლიდერებს წარვუდგენ შეიარაღების გეგმას
ამ საგანგებო დროს ჩვენ განსაკუთრებული ზომები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. ეს არის წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა. „ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს ფისკალურ სივრცეს, რომ განახორციელონ ინვესტიცია თავდაცვაში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ან შეისყიდონ სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც წავა უკრაინაში. ასე რომ, ეს არის ევროპის გადაიარაღების სარგებელი, ეს არის ევროკავშირის შეიარაღება და ასევე უკრაინის შეიარაღება მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის არსებით ბრძოლაში. დღეს მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)