21:28 - 15 Aug, 2026
|
2025-03-06 14:07:20, 570 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „ჩვენი დაზვერვა სუვერენულია, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებით. ჩვენ ამას უკრაინელებს ვუზიარებთ“, - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ. მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „გუშინდელი დღის შემდეგ შეჩერებულია“. „ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც აშშ-სთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს ბევრად უფრო რთულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ. ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკილფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა და დაწესებული პაუზის სწრაფად გაუქმების იმედი გამოთქვა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)