21:28 - 15 Aug, 2026
|
2025-03-05 19:45:55, 722 ნახვა
მსოფლიო
მეთე ფრედერიქსენი - გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა
გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება და ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეთე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ასე თუ ისე აშშ გრენლანდიას მიიღებს. დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გრენლანდიას ყველაზე მეტად სურს, რომ იყოს გრენლანდია. მეთე ფრედერიქსენის განცხადებით, დანიას სურს გრენლანდიასთან თანამეგობრობის შენარჩუნება და ის უნდა განვითარდეს, რომ „გახდეს უკეთესი, უფრო თანამედროვე, აგებული თანასწორობასა და პატივისცემაზე“. მეთე ფრედერიქსენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია, თუმცა დანიის მთავრობა აწარმოებს მუდმივ დიალოგს აშშ-ის ადმინისტრაციასთან.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)