|
2016-03-10 16:11:28, 3818 ნახვა
სპორტი
განათლების ექსპერტი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის მწყობრი სისტემა არ არსებობს
„შედეგები უფრო და უფრო მძიმდება და ამაში რა თქმა უნდა სახელმწიფოა დამნაშავე“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი პედაგოგების საგნობრივი გამოცდის შედეგებს, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ექსპერტი ამბობს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის არ არის საკმარისი დაფინანსება. როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ცუდი საგამოცდო სტანდარტებია და პროგრამები რაშიც პედაგოგები უნდა გამოიცადოს თავიდან არის მისაღები. „შედეგები უფრო და უფრო მძიმდება. რას მოელიან ამისგან? ანალიზი ხომ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? მასწავლებელია მაგაში დამნაშავე? რა თქმა უნდა ამაში სახელმწიფოა დამნაშავე. ეს არის კომპლექსური საკითხი და ერთ მიზეზს ვერ დავასახელებ. დავიწყებ იმით, რომ არ არის საკმარისი დაფინანსება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და თუ უფრო შორს წავალთ არ არის საერთოდ მწყობრი სისტემა, სტუდენტი რომ მოამზადო და ჩამოაყალიბო კონკურენტუნარიან მასწავლებლად. საერთოდ პედაგოგიური უმაღლესი პროფილის სასწავლებლები აღარ არსებობს საქართველოში. მოშლილია პედაგოგიური პრაქტიკები. მოქმედ მასწავლებელბს რაც შეეხება, ამ ხალხს ჩაბარებული აქვს ყველანაირი გამოცდა. რატომ აბარებინებენ ხელახლა? დიპლომის სტატუსი რატომ არის ხელყოფილი? თუ აბარებინებენ და კიდევ თუ სადმე შემორჩა მსოფლიოში ეს დრომოჭმული და კორუმპირებული საგამოცდო სისტემა, იქ ტესტები ღიაა. საშინელი საგამოცდო პირობებია, ძალიან ცუდი სტანდარტებია და აქედან გამომდინარე პროგრამები, რაშიც უნდა გამოიცადოს ის ხალხი, ეს არის ახლიდან მისაღები. სასურველია ტესტები დაბეჭდონ და პასუხები ღია გახადონ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. შეგახსენებთ, პედაგოგთა უმრავლესობამ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, -ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნესკონტაქტმა“ გაავრცელა. პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, მხოლოდ 17%-მა ანუ 1 101-მა გადალახა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აქვთ. დაწყებითი კლასის პედაგოგებიდან მხოლოდ 94-მა პედაგოგმა შეძლო ტესტირების მინიმალური ზღვარის გადალახვა. საერთო ჯამში გამოცდაზე 1 167 დაწყბეთი კლასის პედაგოგი მივიდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პედაგოგთა მხოლოდ 9%-მა გადალახა ზღვარი, 17-მა ქიმიაში, ხოლო ფიზიკაში 19.%-მა. უცხო ენის გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულები რუსულ ენაში დაფიქსირდა, გამოცდაზე მისული პედაგოგების ნახევარმა ზღვარი გადალახა. ინგლისურ ენაში ზღვარის გადალახვა 83პედაგოგმა შეძლო, მაშინ როდესაც ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, 29-დან 10-მა შეძლო ზღვარის გადალახვა გერმანულ ენაში. რაც შეეხება, ქართულ ენას და ლიტერატურას, აქ საკუთარი ცოდნის და კომპეტენციის დამტკიცება 15%-მა შეძლო, მათემატიკაში კი 381-დან მხოლოდ 26-მა პედაგოგმა მოახერხა ზღვარის გადალახვა. აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც დაადასტურა. სანიკიძის განმარტებით, მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იყო, რის გამოც სახელმწიფომ ახალი სისტემა შექმნა, რომლის ფარგლებშიც ყველა მასწავლებელს გადამზადების საშუალება ექნება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)