22:23 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 12:32:24, 596 ნახვა

მსოფლიო
FT: კრემლთან დაახლოებული ყოფილი ჯაშუში Nord Stream 2-ის აღდგენის შესახებ აშშ-სთან ლობირებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გამოცემა Financial Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი ჯაშუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მათიას უარნიგი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ლობირებს, რომ აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის აღდგენას მხარი დაუჭიროს. 

უარნიგი, რომელიც Nord Stream 2-ის მშობელ კომპანიას კრემლის მიერ კონტროლირებული ბუნებრივი აირის გიგანტი კომპანია Gazprom-ის სახელით 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა, გავრცელებული ცნობებით, ცდილობს, ამერიკელი ბიზნესმენების დახმარებით ტრამპის გუნდთან Nord Stream 2-თან დაკავშირებით კონტაქტი დაამყაროს. 

უარნიგის ძალისხმევა უკავშირდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებასა და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესახებ. 

Nord Stream 1 და 2 გაზსადენებია, რომლებიც რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გადის და ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის. 

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები, რომლებსაც რუსეთი ფლობს სრულად, 5 ევროპული ენერგოკომპანიების მიერაა დაფინანსებული. 2022 წლის სექტემბერში აშკარა დივერსიული თავდასხმის შედეგად Nord Stream-ის 4 გაზსადენი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

2022 წელს აშშ-მ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, მათიას უარნიგსა და კომპანია Nord Stream 2 AG-ს სანქციები დაუწესა. გაზსადენები ამჟამად არ ფუნქციონირებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics