|
2025-03-03 09:58:29, 591 ნახვა
მსოფლიო
FBI-ს დირექტორი - ვთხოვე კონგრესს, გამოიძიოს, სად წავიდა ფული, რომელიც აშშ-მა უკრაინას მისცა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახლად დანიშნულმა დირექტორმა, კაშ პატელმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, გამოიძიოს როგორ გამოიყენეს უკრაინაში გაგზავნილი ფინანსური დახმარება. „ვთხოვე კონგრესს, გამოიძიოს, სად წავიდა ეს ფული. ამერიკელი ხალხი იმსახურებს ამ პასუხს, რადგან ეს ჩვენი ფულია. ეს არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების დოლარები", - აღნიშნა პატელმა. მან ასევე გააკრიტიკა დახმარების ის რაოდენობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა. „საქმე არ არის აშშ-ს მიერ მილიარდი დოლარის გაგზავნაზე, არამედ იმაზე, რომ ერთ ქვეყანაში გაგზავნილი თანხა მილიარდზე ასჯერ მეტია“, - აღნიშნა პატელმა. ამასთან, მისი თქმით, თუ ზელენსკი აპირებს კონგრესს მეტი ფული სთხოვოს, ის მზად უნდა იყოს უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელმაც, შეიძლება, აშშ რუსეთთან ომამდე მიიყვანოს. ამასთან, პატელმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. „ზელენსკი მსოფლიო სცენაზე გამოვიდა და თქვა: „რუსეთმა რაკეტა გაუშვა პოლონეთში“, რაც, ფაქტობრივად, ომის აქტი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ასეთი რაკეტა არ გაუშვა და რომ რაკეტა უკრაინიდან მოვიდა“, - განაცხადა პატელმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)