01:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 17:07:18, 729 ნახვა

პოლიტიკა
EU-ის ელჩი საქართველოში - საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში უმდაბლეს ნიშნულზე იმყოფება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობებში უმდაბლეს ნიშნულზე იმყოფებიან. ელჩმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით საუბრობდა დადებით მოვლენებზე, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ბოლო დროს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება და მშვიდობიანი დემონსტრანტების წამება სერიოზული პრობლემა გახდა.

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც.

მე სიამოვნებით შევაქებდი მთავრობას რეფორმების გამო, პოზიტიურს ვიტყოდი მოვლენებზე მაგრამ სამწუხაროდ ,როცა ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ეს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენ ფინანსური დახმარება შევუჩერეთ მთავრობას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები შევზღუდეთ. ჩვენი დახმარება მივმართეთ მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით რომლებიც რთულ მდგომარეობაშია. ჩემი როლია, რომ საჯაროდ ვისაუბრო, რა სტადიაზეა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მე როგორც ელჩი, ვისურვებდი, რომ სულ სხვა ადგილას ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ევროკავშირმა მიანიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას შემდეგ საქართველო დაახლოების ნაცვლად დაშორდა ევროპას. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო“, - აღნიშნა ელჩმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics