|
2025-02-27 16:19:50, 838 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart-ის კვლევით, 2025 წელს, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და შემოსავლები გაიზრდება
საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს, ტურისტული ვიზიტები გაიზრდება და 5.3 მლნ ვიზიტს მიაღწევს , ხოლო შემოსავლები ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. Galt & Taggart-ის ვარაუდით, კვლავ გაგრძელდება ტურისტული ვიზიტების ზრდა შუა აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან. საინვესტიციო ბანკი ასევე აქვეყნებს 2024 წლის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლებს. Galt & Taggart-ის კვლევის მონაცემებით, 2024 წელს, თბილისში არსებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა, რაც +1.3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ბათუმის სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, რომელიც 55.4%-ით განისაზღვრა და +17.1%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. სასტუმროების დატვირთვის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ საუბრობს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე. „კომპანია "რადარის" პორტფელში არაერთი სასტუმროა, თუმცა ეს სასტუმროები სარგებლობენ ჩვენი გუნდის სპეციალისტების კონსულტაციით, რაც მმართველობას არ ნიშნავს. ეს ყოველდღიური დინამიკის დაკვირვების საშუალებას არ იძლევა, თუმცა გვაქვს ციფრული პლატფორმა, სადაც დარეგისტრირებული სასტუმროები ასახავენ მათ მოლოდინებს თვის დასაწყისში და აგრეთვე აკვირდებიან თვეს მიმდინარე მდგომარეობაში. არსებული მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ „რადარის“ სასტუმროებში თებერვლის მოლოდინმა შეადგინა 32 %, ხოლო რეალურ დროში მათ უკვე მიაღწიეს 56.59 %-იან დატვირთულობას. დამატებით შემოგვდის ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი სასტუმროებიდან, სადაც შაბათ-კვირის 100 %-იანი დატვირთულობა განაპირობებს კვირის დღეების დაბალი დატვირთულობის გაბათილებას და იღებენ საშუალოზე მაღალი დატვირთულობის %-ს. 2024 წელს გამოწვევების მიუხედავად, მაინც დადებითად შევაფასებდი, ხოლო 2025 წლის მოლოდინების მიხედვით, სასურველია მისი მდგრადი გადაზღვევა, რასაც ვისურვებდით“,-აცხადებს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე. 2025 წელს, გაუდაურში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი. 2025 წელს გუდაურს კარგი სეზონი აქვს, შარშანდელ წელთან შედარებით. წელს, ჯავშნები დაახლოებით 14%-ით მეტია. საერთო ჯამში, ზამთრის სეზონზე, სასტუმროს დატვირთულობამ 81%-ს გადააჭარბა, შესაბამისად შემოსავალიც გაზრდილია, მაგრამ გაზრდილია ყოველდღიური თანხაც, რადგან წელს შედარებით ძვირია სასტუმროები, ვიდრე შარშან იყო. საშუალოდ დღიურმა ფასმა 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მოიმატა, საბოლოო ჯამში შემოსავლებმა სეზონის მანძილზე 50%-ს გადააჭარბა ვიდრე შარშან იყო“,-ამბობს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)