03:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 15:15:33, 461 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება, ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა გზის გაწმენდა სოფლებში და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც არის ზუსტად იგივე სამუშაოები ჩასატარებელი, რაც სოფელი შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics