|
2025-02-26 11:53:01, 459 ნახვა
მსოფლიო
ანჯეი დუდა - თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის
თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ევროპა არ აინტერესებს და ევროპამ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები სწრაფად უნდა გააძლიეროს“. „თუ გერმანიას ამერიკული ჯარები არ სურს, თუ აშშ-სთან პარტნიორობა არ სურს, ჩვენ აშშ-სთან პარტნიორობას სრული მზადყოფნით მივიღებთ. მთელი იმ თანამშრომლობის, რომელიც გერმანიას აშშ-სთან აქვს, პოლონეთში გადატანით დაინტერესებული ვარ“, - განაცხადა ანჯეი დუდამ. ასევე, პოლონეთის პრეზიდენტი ფრიდრიხ მერცის კიდევ ერთ კომენტარს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას შესაძლოა, ნატო-ს შემცვლელი ორგანიზაციის პოვნა დასჭირდეს. „ნატო აშშ-ს გარეშე? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამის აზრი რაში მდგომარეობს? მსოფლიოში უძლიერესი ძალის, აშშ-ის გარეშე უსაფრთხოების ალიანსის გარანტიები მოჩვენებითი იქნება“, - აღნიშნა დუდამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)