|
2025-02-24 15:51:32, 530 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი - ცხადია, ეს სასტიკი ომი უნდა შეწყდეს
ნეიტრალურობა ხელს არ უშლის ავსტრიას ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდეს - სამწუხაროდ, ჩვენ დღეს აღვნიშნავთ სამი წლის თავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, უკანონო, სასტიკი ომი, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდრე შალენბერგმა კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას და მის ხალხს უზარმაზარი ნგრევა და ტანჯვა მოუტანა და უკრაინელები მამაცურად იცავენ არა მხოლოდ საკუთარ თავსა და მომავალს, არამედ ევროპის საერთო ღირებულებებს, პრინციპებს და თავისუფლებას. „ცხადია, ეს სასტიკი ომი უნდა შეწყდეს, რაც მალე, მით უკეთესი და როგორც ნებისმიერი ომი, ის უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მაგრამ არ უნდა დასრულდეს არავითარ შემთხვევაში - და მე არ მჯერა, რომ ეს არ მოხდება - როგორც იძულებითი მშვიდობა“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა. მისი თქმით, საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. „გვსურს ყოვლისმომცველი, სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. მშვიდობა, რომელიც უკრაინის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან ამ მიზნის მისაღწევად. ერთი რამ ნათელი უნდა იყოს. უკრაინაზე მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს უკრაინას, ისევე როგორც ევროპის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს ევროპის ყველა დაინტერესებულ მხარეს. ჩვენ, ავსტრია, გავაგრძელებთ ყველა სერიოზული ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)