|
2015-02-16 16:19:34, 1234 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს
"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს და დამატებით საჩუქრებს მიიღებს. როგორც "ექსპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, დღეიდან, 1 თვის განმავლობაში, "საქართველოს ბანკი" და Toyota Centre Tbilisi მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევენ, განახლებული პირობებით შეიძინოს Toyota-ს მარკის ახალი ავტომანქანა სალონიდან. მათივე ინფორმაციით, Toyota-ს მარკის ავტომანქანების: Corolla, Rav4, Prado, Land Cruiser 200 შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს ავტოსესხის განაცხადი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და დაიწყოს სესხის გადახდა მესამე თვიდან. სესხთან ერთად, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა: ავტომანქანის დაზღვევა, ფასდაკლება 1 წლის მანძილზე ყველა სახის საწვავზე Wissol-ის ქსელში, Toyota Centre Tbilisi-ს სალონში 1 წლის განმავლობაში ავტომანქანის რეცხვა და გეგმიური მომსახურება უფასოდ. შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.newauto.ge
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)