06:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 10:32:22, 404 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ჩვენ შევხვდით კონგრესმენ ჯო უილსონს სადაც ვისაუბრეთ ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გაძლიერება

"ერთიანობა ნაციონალური მოძრობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა, ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარის თემა  "ოცნების" წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციები იყო. ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ მკაცრი შეზღუდვების პირობებში გახდება რეჟიმი იძულებული, ხალხის მოთხოვნები შეასრულოს და ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაატაროს.

 „ჯო უილსონმა ასევე გააჟღერა რუსული ოცნების წევრების არ დაპატიჟების საკითხი მომავალ საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომაზე, რომელიც გაიმართება პორტუგალიაში. ჩვენ ცალკე შევხვდით ამერიკულ დელეგაციას, კონგრესმენ ჯო უილსონს, ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებს, სადაც ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გაძლიერება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრო და ივანიშვილის რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყო. ბოკუჩავა ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლი "ოცნების" რეჟიმის არაღიარების მომხრეა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics