22:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:28:18, 346 ნახვა

მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია

დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია, - ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელი ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი რიგი ძლიერი გამოწვევები უკვე მოაგვარეს, ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და ძალიან წარმატებით“, - განაცხადა კირილ დმიტრიევმა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დმიტრიევმა შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის შესახებ აშშ-ის დელეგაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ეკონომიკური საკითხები განიხილოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამერიკულმა ბიზნესებმა დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარი დაკარგა რუსეთიდან გასვლის გამო. ასე რომ, ეკონომიკური ზიანი იმის გამო, რაც ახლა ხდება, ძალიან ბევრ ქვეყანას მიადგა და გვჯერა, რომ წინსვლა პრობლემების მოგვარების გზით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა დმიტრიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics