01:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 10:29:33, 434 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, ჩვენ მათ დავეხმარებით

ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, ჩვენ მათ დავეხმარებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი შეაჩეროს, ეს შესანიშნავი ამბავია. ამის შემდეგ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ მათ დავეხმარებით“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

მისი თქმით, ევროპამ კოლექტიური უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს და უფრო ავტონომიური უნდა გახდეს.

„ამ პროცესის დასაჩქარებლად საფრანგეთი თავის როლს სრულად შეასრულებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება იყო.

„ჩვენ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი ეფექტური სტრატეგია აშშ-სა და ევროპასთან ერთად უნდა შევიმუშაოთ. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიები და საფრანგეთის კონკრეტული წინადადებები“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics