01:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 22:18:15, 445 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება არ იმუშავებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი უნდა იყოს მკაფიოდ განხილული და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება მოლაპარაკებამდე. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყებამდე არ უნდა ვაძლევდეთ რუსეთს იმას, რაც მას სურს, რადგან ეს არ იქნება გრძელვადიანი გადაწყვეტილება.

„ნატოში წევრობა არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი და იაფი გარანტია. თუ ვამბობთ, რომ ნატო-ში არ იქნება წევრობა, მაგრამ სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს რეალურად?“ – აღნიშნა კალასმა.

კალასი დასძენს, რომ შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინას და ევროპას, ვერ იქნება წარმატებული.

„თუ შეთანხმება მოხდება უკრაინისა და ევროპის გარეშე, ის უბრალოდ არ იმუშავებს. ნებისმიერი გარიგებისთვის საჭიროა ევროპელები და უკრაინელები. ისინი წინააღმდეგობას გაწევენ, და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ,“ – დასძინა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics