|
2025-02-13 15:34:04, 387 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - არაფერი შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ან ევროპის შესახებ ევროპის გარეშე
უკრაინა და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან არ უნდა გამოირიცხონ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა. „არაფერი შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ან ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, - განაცხადა სიბიგამ. მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რჩება ყველაზე იაფ გზად ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს და არ უნდა არსებობდეს კომპრომისი, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ან სუვერენიტეტს. "ჩვენ გვინდა სრული შეთანხმება. ეს არის შეერთებული შტატების ინტერესებში. ტრამპის ხელმძღვანელობით, ძლიერი ევროპული ვალდებულებითა და ევროპული ერთიანობით, ჩვენ გვაქვს შანსი, ახალი იმპულსი მივცეთ ამ პროცესს. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს ჯერ არ დაუსრულებიათ თავიანთი გეგმები. ჩვენი ყველა მოკავშირე აცხადებს, რომ უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია. ეს პერსპექტივა ჩვენს კონსტიტუციაშია. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია", - განაცხადა სიბიგამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)