|
2025-02-12 12:08:20, 443 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - USAID ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი გაკრიტიკა, რომელსაც „კორუმპირებული“ და „არაკომპეტენტური“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე. „ამ ქვეყნისთვის ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებელ ადამიანს და სხვა პირებს, რომლებიც ანგარიშს მაბარებენ მე და არიან პასუხისმგებლები, მისცემენ საშუალებას, გააკეთონ სწორი საქმე, კერძოდ, უზრუნველყონ, რომ ყველაფერი არის პატიოსნად, ლეგიტიმურად და კომპეტენტურად. ჩვენ ვუყურებთ USAID-ს, ეს ერთია. ჩვენ ასევე შევისწავლით თავდაცვას, განათლებას. არის კიდევ უფრო დიდი სფეროები, თუმცა USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია. ის კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლემ თქვას – „კარგი, ის შესაძლოა, კორუმპირებულია, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლებ… თქვენ აგირჩიეს ქვეყნის სამართავად და იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადოთ, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება, შეისწავლოთ, სწორია თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი იხდიან ან პატიოსნად იხდიან თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)