05:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 14:47:48, 372 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა.

„არა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ კონტაქტებს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები სხვადასხვა უწყებების მეშვეობით „ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ უკრაინის საკითხზე ახალი არაფერია“.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics