05:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 13:07:06, 375 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ყუნდუზში, ბანკთან აიფეთქა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

„თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელსაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, თავი აიფეთქა“, - განაცხადა, ყუნდუზის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა, ჯუმადინ ხაქსარმა.

ხაქსარის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, საჯარო მოხელეები და „თალიბანის“ უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics