|
2025-02-10 10:41:48, 463 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირში ბიომეთანის ექსპორტს იწყებს
უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურმა ევროკავშირში გასაგზავნი ბიომეთანის პირველი საექსპორტო პარტია დაარეგისტრირა - ამ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, უკრაინა ორი წლის განმავლობაში ამზადებდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ბიომეთანის ექსპორტირებას შეეხება. ბიომეთანის ექსპორტი უკრაინას მწვანე ენერგიის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ბიომეთანი არის სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების გზით მიღებული განახლებადი საწვავი, რომელსაც ენერგეტიკულ ბაზარზე ბუნებრივი აირის შეცვლა შეუძლია. მისი ექსპორტი მილსადენის ქსელით ხორციელდება. უკრაინას ბიომეთანის მწარმოებელი რამდენიმე ობიექტი გააჩნია. „ამ საწვავის ექსპორტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ სივრცეში უკრაინის ინტეგრაციას და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. ეს ამბავი (ბიომეთანის ექსპორტი) უკრაინის ინოვაციური პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა და გამოხატავს მზადყოფნას, რომ ენერგეტიკის სექტორში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება დაინერგოს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური. ბიომეთანის წარმოება უკრაინაში 2021 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი ალტერნატიული საწვავის შესახებ. მათ შორისაა ბიომეთანიც, რომელიც ბუნებრივი აირის შემცვლელს წარმოედგენს. კანონი ასევე ითვალისწინებს ბიომეთანის საზღვარგარეთ ექსპორტირების შესაძლებლობას. 2022 წელს ბიომეთანის წარმოება დაიწყო როვნოს ოლქში, ხოლო 2023 წელს ის პირველად გაუშვეს ერთიან ქსელში. ჩერნიგოვის ოლქის სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგს, რომელიც ბიომეთანს აწარმოებს, წელიწადში სამი მილიონი კუბური მეტრი პროდუქციის წარმოება შეუძლია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)