|
2025-02-07 21:03:11, 540 ნახვა
სამართალი
გიორგი ბარბაქაძე მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა
სამი დაკავებული სტუდენტიდან ერთ-ერთი, გიორგი ბარბაქაძე ხელწერილის და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა. უფლებადამცველის თქმითვე, დაკავების მომენტში გიორგი ბარბაქაძის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ, რომლებმაც ადვოკატის თქმით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)