|
2025-02-06 13:11:10, 409 ნახვა
მსოფლიო
კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ძმა დააკავეს
ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა კიშინიოვის აეროპორტში პრორუსი პოლიტიკოსის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ძმა ალექსანდრ დოდონი დააკავეს. ინფორმაცია მოლდოვურ მედიას ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილი პლევანმა დაუდასტურა. პლევანის თქმით, ალექსანდრ დოდონი ამჟამად კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის იზოლატორში იმყოფება. მან დააზუსტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ძმა უკანონო გამდიდრებაში არის ეჭვმიტანილი. ალექსანდრ დოდონი მოლდოვაში რუსეთიდან ბრუნდებოდა. ძმის დაკავებას გამოეხმაურა იგორ დოდონი: "მან წინასწარ შეატყობინა პროკურატურას, რომ ქვეყანაში ბრუნდება. მზად იყო მისულიყო პროკურატურაში. მაგრამ ვიღაც ზემდგომმა გადაწყვიტა კანონის ნაცვლად ტერორისთვის მიემართა. ათობით და ასობით ადამიანი, რომელიც გარეული სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში თავისუფლად გადის ქვეყნიდან და უკან ბრუნდება, აქ სხვა გათვლაა, ჩემზე პოლიტიკური წნეხის მოხდენა. ვუმეორებ ხელისუფლებას: თუ გსურთ პოლიტიკური საქმის გარჩევის მოწყობა, შემებრძოლეთ მე და არა ჩემს დედას, ცოლს და ძმას". იგორ დოდონის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტია PAS-ის პრესმდივანი ადრიან ვლასი: "იგორ დოდონის განცხადება სისულელეა. მართლმსაჯულებამ უნდა შეასრულოს თავისი საქმე"
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)