19:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 12:01:55, 512 ნახვა

სამართალი
ადვოკატის თქმით, დიმიტრი ბიძინაშვილი პოლიციელებმა სავალ ნაწილზე იძულებით გადააგდეს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ბიძინაშვილი პოლიციელებმა გზის სავალ ნაწილზე იძულებით "გადააგდეს".

"ჩვენ მიერ მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები - ვიდეოკამერის ჩანაწერები, მათ შორის დრონით გადაღბული ჩანაწერი, სადაც ჩანს, დიმიტრი ბიძინაშვილი რამდენიმე ათეულ პოლიციელს როგორ გამოჰყავს ფაქტობრივად არასავალი ნაწილიდან, იძულებით აგდებს სავალი ნაწილისკენ და აიძულებს, რომ შუა გზაზე იდგეს. ასეთი ვიდეო არსებობს და ჩვენ ამას სასამართლოში წარვადგენთ". - ამბობს ბიძინაშვილის ადვოკატი.

დიმიტრი ბიძინაშვილი 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართული აქციის დროს დააკავეს. რეჟიმი მას სხვა 7 პირთან ერთად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება - ბიძინაშვილს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics