|
2016-03-07 17:26:30, 821 ნახვა
ეკონომიკა
ტყემალაძე: პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე კოალიციის მომავალი არ განიხილება
პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში კოალიციის მომავალი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია „მრეწველების“ წევრმა პოლიტსაბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერს ცოტა დრო აქვს, შესაბამისად პოლიტსაბჭო სულ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. „ცოტა ხნის წინ პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიას“ შეხვდება, ასევე სხვა პარტიებსაც. შეხვდება ცალ-ცალკე და პოლიტსაბჭოზე კოალიციის მომავალი ამის შემდეგ განიხილება. „ნებისმიერი არჩევნების წინ იქმნება საარჩევნო ბლოკი, რომელსაც ჩვენ ახლა კოალიციას ვეძახით და ერთმანეთთან გარკვეულ ხელშეკრულებებს აფორმებენ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ“, - დასძინა ტყემალაძემ. მისივე თქმით, კოალიციის მომავალზე საუბარი ნაადრევია. ხოლო პოლიტსაბჭოს დღის წესრიგით ქორწინების წესდება განიხილება, კონკრეტულად კი ის უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)