|
2025-02-04 08:55:08, 471 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ
უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ის კონტროლის ქვეშ მოგვექცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი არ თვლიან, რომ აშშ-სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები - ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, - აღნიშნა რუბიომ. მისი თქმით, საჭიროა USAID-ის რეფორმირება. ”არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუბიომ. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)