|
2016-03-07 16:01:42, 800 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, ასევე მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები გააცნეს. გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხები. „გრძელდება ჩვენი შეხვედრები ბიზნესთან, რომლის ფარგლებშიც მათ ვაცნობთ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით გათვალისწინებულ სიახლეებს. იმედი გვაქვს, ეს კარგი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ დადებითად შეაფასა როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, ისე ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობა. მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა, თანხები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)