|
2025-02-01 10:02:48, 669 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარებას განიხილავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და მისი ფუნქციების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს უმასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. „როიტერთან“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა დონალდ ტრამპს USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად აღმასრულებელი ბრძანების გამოყენების საშუალებას მისცემდეს. ამასთან, გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს კონგრესის გვერდის ავლით ასეთი ბრძანების გამოცემის უფლება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განხილვებში მონაწილეობდნენ ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირებიც, რომელთა მუშაობას ტრამპის მრჩეველი, მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს. მათ, სავარაუდოდ, ამ კვირაში ვაშინგტონის ცენტრში მდებარე USAID-ის შტაბ-ბინაც მოინახულეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)