|
2025-01-29 16:42:17, 532 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის პრეზიდენტის, მკვლელობის მცდელობაში ბრალს სდებს
კრემლმა ეჭვი შეიტანა ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორისა და Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის განცხადებაში, რომ თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობა სცადა. პესკოვმა დაამატა, რომ კარლსონმა "არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება", როდესაც გასულ კვირას პოდკასტში თქვა, რომ "ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინის მოკვლას ცდილობდა".
28 იანვარს პესკოვმა კარლსონის მტკიცების საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის "საჯარო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოველთვის საჭირო ზომებს იღებენ". "რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები ყოველთვის იღებენ საჭირო ზომებს სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირების, მით უმეტეს სახელმწიფოს მეთაურის საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის". - ამბობდა პესკოვი. ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ყველანაირი მტკიცებულების გარეშე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ტაკერ კარლსონი ამტკიცებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ "პუტინის მოკვლა" სცადა "ბაიდენის ადმინისტრაციამ, მათ პუტინის მოკვლა სცადეს, რაც სიგიჟეა. მაშინ რუსეთის მმართველი ვინ ხდება, რა ემართება ბირთვულ არსენალს იმ ქვეყანაში, რომელიც ისეთი რთულია, უცხოელებს ვერც კი ესმით". - თქვა კარლსონმა საკუთარი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში. ამის თქმის შემდეგ კარლსონს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომელიც მის მიერ გაკეთებული განცხადების ჭეშმარიტებას დაადასტურებდა. კარლსონი Fox News-დან 2023 წელს გამოუშვეს, როდესაც ტელეარხს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო. საკუთარ პოდკასტში იგი ხშირად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებს და აკრიტიკებს უკრაინისადმი აშშ-ს სამხედრო დახმარებას. 2024 წლის თებერვალში მან მოსკოვში პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა, რაც აქტიურად გააშუქეს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხებმა და მედია სააგენტოებმა. ინტერვიუს დროს კარლსონს პუტინისთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვია. მათ ასევე არ უხსენებიათ კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება, ან უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები. რუსულ ქალაქში ტაკერ კარლსონის პუტინის ინტერვიუს ჩანაწერის უფასო ჩვენება იგეგმება კარლსონმა დეკემბერში ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც, რომელშიც კარლსონი კვლავ მსუბუქი კითხვების დასმით შემოიფარგლა: რა თქვა ლავროვმა საქართველოზე ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)