15:13 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 09:52:54, 390 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბელარუსში არსებული რეჟიმი განაგრძობს ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. უკრაინული მხარის თქმით, ეს არჩევნები იყო ფარსი და "ერთი კაცის პოლიტიკური შოუ", რომელიც არ ასახავს ბელარუსი ხალხის ნებას.

უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნები არაკანონიერი პროცესებით ჩატარდა და თავისუფალი და სამართლიანი გარემოს პრინციპებს არ პასუხობდა.

"ბელარუსში არსებული რეჟიმი განაგრძობს ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას," – განაცხადა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინის ამ განცხადებას მხარი დაუჭირა რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics