14:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 09:03:58, 594 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს

თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხელი არ მოეწერება, თუ კოლუმბია ამ შეთანხმებას დაიცავს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics