|
2025-01-25 16:28:29, 836 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. პირველ ტურში პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ასარჩევად საჭირო იყო 200 დეპუტატის ხმა, თუმცა 300-ადგილიან პარლამენტში საჭირო ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. როგორც „როიტერი“ წერს, არჩევნების მეორე ტური 31 იანვარს გაიმართება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისიც ამავე შედეგით დასრულდეს. საარჩევნო პროცესში საჭირო ხმების რაოდენობა ყოველი ტურის დროს შემცირდება. კერძოდ, მეორე ტურში საკმარისი იქნება 180 ხმა, ხოლო მესამე ტურში – 151 ხმა. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევა მესამე ტურშიც ვერ მოხერხდა, ბოლო კენჭისყრაზე მას ფარდობითი უმრავლესობით აირჩევენ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი პარტიის წარმომადგენელი, კონსტანტინე ტასულასი წარადგინა. „ახალ დემოკრატებს“, პარლამენტში 156 ადგილი აქვთ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)