|
2025-01-25 10:25:00, 616 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ხმის მიცემისას მიტჩ მაკკონელმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა, ლიზა მურკოვსკიმ და სუზან კოლინზმა ხმა ჰეგსეტის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ მისცეს, რის შედეგადაც ხმები 50-50ზე გადანაწილდა. გადამწყვეტი ხმა ჰეგსეტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მისცა. ეს აშშ-ის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა კაბინეტის წევრის დანიშვნაზე გადამწყვეტი ხმა მისცა. აშშ-ის მომავალი თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ორშაბათს თეთრ სახლში ფიცს დადებს. მედიის ცნობით, ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია. ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა. ჰეგსეტის დამტკიცებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ჩვენ ახლახან გავიგეთ, რომ გვყავს შესანიშნავი თავდაცვის მდივანი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამით და ვაფასებთ ყველას ხმას. მე ვფიქრობ, რომ პიტი იქნება თავდაცვის შესანიშნავი მდივანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი თავდაცვის მდივანი გვეყოლება“, – განაცხადა ტრამპმა.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)